პრაქტიკულად არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც არ ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს. რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს უწყება, რა პროდუქტსაც არ უნდა აწარმოებდეს კომპანია, ამ პროცესში იგი აგროვებს, ინახავს და იყენებს ინფორმაციას მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების შესახებ. ეს ორგანიზაციას მონაცემთა დამმუშავებლის სტატუსს და შესაბამისად, გარკვეულ პასუხისმგებლობებს აკისრებს - როგორც კანონის, ისე ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლის მონაცემებიც მის ხელში მოხვდება.
ამ გვერდზე თავმოყრილია ინფორმაცია და ხელსაწყოები, რომლებიც ორგანიზაციებს კანონმდებლობის და პერსონალური მონაცემების დაცვაში დაეხმარება; მათ შორის, ამ გვერდიდან შეგიძლიათ განახორციელოთ სამსახურისათვის
ინციდენტის შესახებ შეტყობინების გაგზავნა.