01

ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიურ ეპოქაში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა მონაცემებია. პრაქტიკულად ყველა ჩვენი ყოველდღიური აქტივობა, რეალურ თუ ინტერნეტსივრცეში მიღებული მომსახურება,  ორგანიზაციებთან კომუნიკაცია - პერსონალური მონაცემების გაზიარებას მოითხოვს. ორგანიზაციებში მუშავდება და თავს იყრის ჩვენი სახელები, პირადი ნომრები, საბანკო მონაცემები, ინფორმაცია ოჯახის, სამსახურის, შემოსავლების, ჯანმრთელობის შესახებ და სხვა. მართალია მონაცემების მიმოცვლა აუმჯობესებს კომუნიკაციას და ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას, თუმცა ეს პროცესი შეიცავს საფრთხეებსაც და აუცილებელია წარიმართოს კანონიერად. ამ გვერდზე თავმოყრილი ინფორმაცია და ინსტრუმენტები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, გაიგონ ყველაფერი საკუთარ უფლებებზე და წარმატებით შეძლონ მათი დაცვა.
02

რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ ჩვენი მონაცემები ინტერნეტსივრცეში? რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფო უწყებებს მოქალაქის მონაცემების დამუშავებისას? აქვს თუ არა ექიმს პაციენტის მონაცემების გამჟღავნების უფლება? რა შემთხვევაშია ვიდეოთვალთვალი არაკანონიერი, რა ვალდებულებები აქვთ კომპანიებს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას? რა არის GDPR? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მოძიება აღნიშნულ რეკომენდაციებსა და გზამკვლევებშია შესაძლებელი.  

ნახე მეტი

03

პერსონალური მონაცემების ანბანი

რა არის პერსონალური მონაცემები?  სახელი, გვარი და  პირადი ნომერი ალბათ პირველია რაც ამ კითხვაზე საპასუხოდ ახსენდებათ. მაგრამ ეს სულ სამი მონაცემია, ჩვენ კი გვინდა, რომ მოქალაქეები ინფორმაციას საკუთარი მონაცემების შესახებ ანიდან ჰოემდე ფლობნენ. პერსონალური მონაცემების ანბანი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის 33 პერსონალურ მონაცემს, აღწერს მათი დაცვის ხერხებს, შესაძლო საფრთხეებს და ცდილობს მარტივად აუხსნას ადამიანებს პერსონალური მონაცემების არსი.

ნახე მეტი

surati
surati
05

საქმის წარმოების პროგრამა

საქმის წარმოების პროგრამა ელექტრონული პლატფორმაა, რომელზე დარეგისტრირების შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ერთ ონლაინ სივრცეშია შესაძლებელი. მოქალაქეებსა  და ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაცია, გამოგზავნონ შეტყობინება, მოგვმართონ განცხადებით და რაც მთავარია თვალი ადევნონ რა ეტაპზეა  განცხადების თუ შეტყობინების განხილვა.

ნახე მეტი

06

ფაილური სისტემების კატალოგი

ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობის პროცესში ქმნის ან იყენებს პერსონალური  მონაცემების შემცველ ბაზებს, ევალება ფაილური სისტემების კატალოგის წარმოება. კატალოგი მოიცავს სტრუქტურიზებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს ორგანიზაცია, რა საფუძვლით, რა ვადით, როგორ იცავს მათ უსაფრთხოებას და სხვა. ყველა შევსებული კატალოგი თავმოყრილია სამსახურის ერთიან რეესტრში, სადაც რეგისტრაცია ნებისმიერ ორგანიზაციას, კატალოგების შესახებ ინფორმაციის მოძიება კი ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ნახე მეტი