,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით დაინტერესებული პირებისთვის, მორიგი ერთდღიანი ონლაინ ტრენინგი ცხადდება
2024-03-07 17:36:22
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონმდებლობის, მოქალაქის უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
შეხვედრა გაიმართება 12 მარტს, 11:00-საათიდან 18-საათამდე. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე
დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ დარეგისტრირებულ მონაწილეებს გადაეგზავნებათ პირად ელექტრონულ ფოსტაზე.