პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლობა ევროპელ კოლეგებთან
2024-03-05 17:36:16
მატიას შმიდლი საქართველოში ვიზიტით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციის (CEEDPA) ფარგლებში იმყოფებოდა. სამ დღიანი ღონისძიების პარალელურად, ავსტრიელმა კოლეგამ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან - ლელა ჯანაშვილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას შეეხო.
ავსტრიის გარდა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის პოლონეთის საზედამხედველო ორგანოსთან. ეს საკითხები თბილისში მიმდინარე კონფერენციის პარალელურად, კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებმა - ლელა ჯანაშვილმა და ვიროსლავ ვრობლევსკიმ განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება და ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის განმტკიცება სამსახურის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ კუთხით ხაზგასასმელია „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (EDPB) საქმიანობის სადამკვირვებლო სტატუსი, რომელიც სამსახურმა გასულ წელს მოიპოვა, ასევე „მონაცემთა დაცვის ევროპის ზედამხედველის“ (EDPS) ინსტიტუციაში წარმომადგენლის ხანგრძლივი ვადით მივლინება.
