პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების შესახებ რეკომენდაცია გამოქვეყნდა

2024-02-28 18:38:21
 გიზიარებთ რეკომენდაციას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების შესახებ შეიმუშავა
 

https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2024/02/რეკომენდაცია-მონაცემთა-დამუშავების-პრინციპების-შესახებ.pdf
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, ევროპის კავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მსგავსად, ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპებს. საკანონმდებლო სიახლეს წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ორი პრინციპის ― მონაცემთა დამუშავების გამჭვირვალობისა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის, მოწესრიგება. ამასთანავე, კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ იქნა მონაცემთა შეგროვების, მოპოვების მიზნისგან განსხვავებული მიზნით მონაცემთა დამუშავების საკითხები. საგულისხმოა, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა დამუშავებისას შესაბამის პრინციპებთან შესაბამისობა, რაზეც მტკიცების ტვირთი მას აკისრია.
 გაიდლაინი ღიაა რეკომენდაციებისა და მოსაზრებებისთვის და იგი განახლდება პერიოდულად.
 გთხოვთ, გამოგზავნეთ წინადადებები და კომენტარები შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Guideline@pdps.ge
უკვე გამოქვეყნებული რეკომენდაციები
•ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2024/02/რეკომენდაცია-ინციდენტი-.pdf
•პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ
https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2024/02/რეკომენდაცია-მონაცემთა-დაცვის-ოფიცრის-შესახებ.pdf
•მონაცემთა გადატანის უფლების შესახებ https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2024/02/რეკომენდაცია-მონაცემთა-გადატანა...pdf