უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის გამოყენებით მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაცია გამოქვეყნდა
2024-02-23 11:49:53
სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, პირადი ინფორმაციის დაცვის ხელშეუხებლობა სხვადასხვაგვარი გამოწვევების წინაშე დგას. ტექნოლოგიები ერთის მხრივ გვიმარტივებს ცხოვრებას, მეორეს მხრივ კი პერსონალური ინფორმაციის დაუცველობის რისკს ზრდის.
გიფიქრიათ თუ არა უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემებზე ე.წ დრონებსა და მათ ოპერატორებზე, როგორც თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებლებზე?
დრონებს ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, მობილურ სათვალთვალო სისტემებად გადაქცევა და საჯარო თუ კერძო სივრცეში მოძრავ პირთა პერსონალური მონაცემების დიდი ოდენობით დამუშავება შეუძლიათ.
დრონის პილოტის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების სათანადოდ დაუცველობის პირობებში, დრონების გამოყენებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას დიდი რაოდენობის მონაცემთა სუბიექტების პერსონალურ მონაცემებს.
გიზიარებთ რეკომენდაციას რომელიც დონის გამოყენების მონაცემთა დამუშავების პროცესს გაცილებით უსაფრთხოსა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულს გახდის https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2024/02/გაიდლაინი-დრონები.pdf