მონაცემთა დაცვის საკითხებზე დაინტერესებულ 250-ზე მეტ პირს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდა
2024-02-22 19:12:40
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მონაცემთა დაცვის საკითხებზე დაინტერესებულ 250 -ზე მეტ პირს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგზე სამსახურის წარმომადგენლებმა ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებები მიმოიხილეს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ პოპიაშვილმა, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ჯონი ჩონიაძემ და იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა საბა ელიზბარაშვილმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, სპეციალური წესები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები და მათი შეზღუდვის საფუძვლები, მონაცემთა დაცვის ოფიცერი, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა, მონაცემთა დამუშავების ცალკეული საკითხები კერძო და საჯარო სექტორში, სპეციფიკა სამართალდამცავ სექტორში და სხვა.
შეგახსენებთ, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული დებულებების ძირითადი ნაწილი ძალაში 1 მარტიდან შედის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მონაცემთა დამმუშავებლებს კონსულტაციებისა და ტრენინგების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს.
აქვე გაცნობებთ, რომ ონლაინ ფორმატში შემდეგი ტრენინგი 27 თებერვალს გაიმართება. დეტალური ინფორმაცია სამსახურის სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე გამოქვეყნდება.