პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სტატიების კონკურში ,,პერსონალური მონაცემების დაცვა როგორც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლება”გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა

2024-02-14 10:22:46
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სტატიების კონკურში ,,პერსონალური მონაცემების დაცვა როგორც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლება”გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა.

🥇
I ადგილი - ანრი თედორაძემ,

🥈
II ადგილი - ლუკა ტაკიძემ,

🥉
III ადგილი კი ხატია ლეონიძემ გადაინაწილეს.
ლელა ჯანაშვილმა გამარჯვებულ სტუდენტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ბათუმის ოფისში უმასპინძლა და მათ სერტიფიკატები, ასევე პრიზები - პლანშეტები გადასცა. კონკურსი სწორედ აჭარაში არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ჩატარდა, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალი წარომადგენლობის აჭარაში გახსნას უკავშირდებოდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუდმივად ცდილობს რომ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლაბლად სხვადასხვა აქტოვობები დაგეგმოს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი სწორედ სტუდენტებია.
სამსახური მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის. მსგავი აქტივობები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

გამარჯვებული ნაშრომები იხილეთ მოცემულ ბმულზე