აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებთან შეხვერა გაიმართა
2024-02-13 16:41:52
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებთან გაიმართა.
დამსწრე აუდიტორიას ცვლილებების შესახებ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა, გეგმური ინსპექტირების დეპარამენტის უფროსმა - სოფიო შამუგიამ და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა მიაწოდეს.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული კანონით გათვალისწინებული ცვლილებები. მათ შორის, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი, პორტირება, აუდიო და ვიდეომონიტორინგი მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ჯარიმების ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ინციდენტი და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულება და ა.შ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევა.
სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად აგრძელებს.