პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ რეკომენდაცია გამოქვეყნდა
2024-02-13 09:55:48
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლიმენტაციის პროცესში სამსახური აგრძელებს რეკომენდაციების ე.წ გაიდლაინების გამოქვეყნებას საკანონდებლო სიახლეებთან დაკავშირებით.
რეკომენდაციები მიზნად ისახავს, მათ შორის, კონკრეტულ პრაქტიკულ მაგალითებზე მითითებით, გაანალიზოს საკანონდებლო დანაწესი, რათა შესაბამისმა პასუხისმგებელმა სუბიექტებმა სრულყოფილად აღიქვან მათთვის დაკისრებული ვალდებულებების არსი და ფარგლები.
გიზიარებთ რეკომენდაციას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ შეიმუშავა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მსგავსად ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციისა“, ამკვიდრებს საჯარო დაწესებულებებსა და კერძო ორგანიზაციებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ან განსაზღვრის ვალდებულებას, ადგენს ოფიცრის ცნებას და აწესრიგებს მასთან დაკავშირებულ სხვა ძირითად საკითხებს. აღნიშნული რეკომენდაცია განმარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუციურ როლს, მისი დანიშვნის ან განსაზღვრის სავალდებულო კრიტერიუმებსა და წესს, განსაზღვრავს ოფიცრის ფუნქციებს, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, აგრეთვე, განიხილავს ოფიცრის პასუხისმგებლობის საკითხსა და გაწვევის შემთხვევებს.
აღნიშნული რეკომენდაციები ემსახურება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა განმარტებას, საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობას, ის არ წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, არის სარეკომენდაციო ხასიათის და არ წარმოშობს დამატებით უფლებებსა და ვალდებულებებს.
გაიდლაინი ღიაა რეკომენდაციებისა და მოსაზრებებისთვის და იგი განახლდება პერიოდულად.
გთხოვთ, გამოგზავნეთ წინადადებები და კომენტარები შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Guideline@pdps.ge
რეკომენდაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ იხილეთ https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2024/02/რეკომენდაცია-მონაცემთა-დაცვის-ოფიცრის-შესახებ.pdf
უკვე გამოქვეყნებული რეკომენდაცია ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე იხილეთ