პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალ კანონთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ
2024-02-07 17:41:05
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.
სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ანა თოხაძემ, ასევე სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ -ავთანდილ ლეფსვერიძემ კანონით გათვალისწინებული ცვლილებები, დეტალურად განიხილეს. მათ შორის, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი, პორტირება, აუდიო და ვიდეომონიტორინგი მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ჯარიმების ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ინციდენტი და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულება და ა.შ.. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად გააგრძელებს.