სამსახურის წარმომადგენლებმა ფორუმში DIGITAL ALMATY 2024 მონაწილეობა მიიღეს
2024-02-07 12:55:02
სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჯონი ჩონიაძემ სადისკუსიო პანელში PERSONAL DATA AND CYBERSECURITY, მონაწილეებს გააცნო სამსახურის პრაქტიკა და ეროვნული კანონმდებლობა, ყურადღება გაამახვილა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებულ სიაახლეებზე, მონაცემთა დამმუშავებლების ვალდებულებებსა და მონაცემთა სუბიექტების უფლებებზე.
DIGITAL ALMATY 2024 ფორუმის ფარგლებში, სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჯონი ჩონიაძემ და ამავე დეპარტამენტის იურისტმა ალექსანდრე მირიანაშვილმა შეხვედრა გამართეს ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარების, ინოვაციებისა და საჰაერო და კოსმოსური სივრცის ინდუსტრიის სამინისტროს ინფორმაციული უსაფრთხოების კომიტეტის მდივანთან - რუსლან აბდიკალიკოვთან, რომლის დაქვემთებარებაშიც შედის ყაზახეთის რესპუბლიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო. შეხვედრის ფარგლებში კოლეგა უწყების წარმომადგენელს ინფორმაცია მიეწოდა სამსახურის სტრუქტურის და პრაქტიკის შესახებ. გამოითქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობაზე.
