ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღისადმი საქართველოში ჩატარებული ღონისძიებების შსახებ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალურმა ასამბლეამ გამოაქვეყნა
2024-02-02 13:19:00პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალურმა ასამბლეამ (GPA) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ.
გაზიარებული მასალა ასევე შეეხება საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ აქტივობებს. კერძოდ, ღონისძიებას, რომელიც სამსახურმა 28 იანვარს გამართა და ძირითადად ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონს მიუძღვნა. ასევე დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობაზე ახალი ბეჭდური გამოცემები და ვიდეორგოლები.
იხილეთ ვრცლად https://globalprivacyassembly.org/d ataprotectionday2024/?fbclid=IwAR2CTOLa5n0o4bDFvCt6bbKipIUY-QJ0gyI04mAl95k_sWd6HPSlx92M9DE