პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრნენ
2024-02-01 18:48:43
სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, საკანონდებლო ცვლილებებსა და საკონსულო საქმიანობის განხორციელების პროცესში მათ გავლენაზე ისაუბრეს.
საკოორდინაციო შეხვედრას 70-მდე საკონსულო თანამდებობის პირი ესწრებოდა.