პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მონაცემთა დამუშავების საკითხებზე ტრენინგების კურსს იწყებს

2024-01-25 11:03:43
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მონაცემთა დამუშავების საკითხებზე ტრენინგების კურსს იწყებს.
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონმდებლობის, მოქალაქის უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
კურსი გამიზნულია კერძო და საჯარო სექტორების, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და სხვა მონაცემთა დამმუშავებლებისთვის. მისი მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის შესახებ არსებული კონცეფციებისა და თეორიების, ეროვნული საკანონმდებლო მოწესრიგების შესახებ საბაზისო ცოდნის შექმნა, რის საფუძველზე კურსის სამიზნე აუდიტორია შეძლებს დარგობრივი ინფორმაციის ანალიზს, სამართლებრივი პრობლემების შეფასებასა და გადაწყვეტას, სასწავლო კურსის შედეგად მიღებული ცოდნის მათ ყოველდღიურ საქმიანობაში პრაქტიკულ გამოყენებას.
ორდღიანი ტრენინგ კურსები ყოველკვირეულად, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს 11:00 დან 19:00-მდე, სამსახურის ოფისში, ნ. ვაჩნაძის № 7-ში გაიმართება.
დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე  https://outlook.office365.com/owa/calendar/Bookings@pdps.ge/bookings/?fbclid=IwAR3rPCb0pdI_KhFGrSOkKDsviyTo6euABpZJUsJCrzLMN_zIvmI4B88tEtA
დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ დარეგისტრირებულ მონაწილეებს გადაეგზავნებათ პირად ელექტრონულ ფოსტაზე.