პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის სტატისტიკა

2023-12-29 16:23:52
გასული წლის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მომართვიანობა და ინსპექტირების რაოდენობა.

 

მოქალაქეთა მომართვიანობა საანგარიშო პერიოდში

სამსახურმა მიიღო 526 განცხადება/შეტყობინება, რომელთაგან 350 (66%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო ორგანიზაციებში, 120 (23%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 56 (11%) — სამართალდამცავ ორგანოებში.

 

მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება)

სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) 192 ფაქტზე. მათგან 41% (78) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 59% (114) — არაგეგმურად.

 

გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 267 ფაქტი, მათგან 39 ფაქტი გამოვლენილ იქნა 2022 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული, ხოლო 228 ფაქტი — საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული შემოწმების (ინსპექტირების) საფუძველზე. 63% (168) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 26% (70) — საჯარო სექტორში, ხოლო 11% (29) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.

 

სამსახურის მიერ გაცემული დავალებები და რეკომენდაციები

სამსახურმა საჯარო დაწესებულებებისთვის და კერძო ორგანიზაციებისთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისათვის გასცა 469 დავალება და რეკომენდაცია.

 

სამსახურის მიერ გაცემული კონსულტაციები

საანგარიშო პერიოდში სამსახურმა როგორც ზეპირი (სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში), ასევე წერილობითი ფორმით 5106 კონსულტაცია გასცა.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი

სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 76 შემთხვევაში გამოიყენა.

 

სხვა სტატისტიკური მონაცემები:

  • საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა გამართა 12 საერთაშორისო შეთანხმების პროექტის ექსპერტიზა.

სამსახურმა ჩაატარა 62 შეხვედრა 3158 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი წარმოადგენდა როგორც მონაცემთა სუბიექტს, ისე მონაცემთა დამმუშავებელს.

იხილეთ ვრცლად > > პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის სტატისტიკა