თსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საინფორმაციო კუთხე გაიხსნა
2023-12-27 18:12:22
დღეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, მის გამჟღავნებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და სამსახურის საქმიანობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია.
სტუდენტებისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ანბანი, რომელსაც ინფორმაციულის გარდა ფუნქციური დატვირთვაც აქვს. შემნახველი სათავსოები (ე.წ ,,ლოქერები'') ტელეფონის დამტენებითაა აღჭურვილი, რაც სტუდენტებს პირადი ინფორმაციის მატარებელი მობილური ტელეფონების უსაფრთხოდ დამუხტვის საშუალებას აძლევს.

ლელა ჯანაშვილმა სტუდენტებთან ყურადღება გაამახვილა პერსონალური მონაცემების დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თქმით, მომავალი წლიდან მსგავსი საინფორმაციო კუთხეები თბილისისა და რეგიონების სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებშიც განთავსდება.
