პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვედა
2023-12-27 11:41:39
საჯარო ლექციას უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლელა ჯანაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში. მან ასევე დამსწრე საზოგადოებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ახალი კანონით გათვალისწინებულ სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მოხსენება შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლის ინტერდისციპლინურ გააზრებას ერთი მხრივ, საკორპორაციო სამართლის პერსპექტივით, ხოლო მეორე მხრივ ― პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის თვალსაზრისით, რათა განისაზღვროს მისი ინსტიტუციური ფუნქცია მონაცემთა კორპორაციების ორგანიზაციულ სტრუქტურაში. ასევე, განხილულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კოლეგა საზედამხედველო ორგანოების გადაწყვეტილებები მონაცემთა დაცვის ოფიცერთა დამოუკიდებლობისა და ინტერესთა კონფლიქტის საკითხებზე, აგრეთვე, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მონაცემთა დაცვის ოფიცრის პასუხისმგებლობისა და გაწვევის თემატიკაზე.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.