ევროპის საბჭოს მხარდაჭერით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2023-12-20 09:50:33შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და ევროპის საბჭოს პროექტის წარმომადგენელმა, თამარ კობახიძემ გახსნეს.
სამუშაო სემინარს ევროპის საბჭოს მოწვეული ექსპერტი, ნანა ბოჭორიშვილი გაუძღვა, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა მონაცემთა დაცვის მნიშვნელოვან ასპექტებზე, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე გაცვალეს მოსაზრებები. დამსწრეთა მხრიდან, კითხვა-პასუხის ფორმატში, გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება, რასაც ახალი კანონის ირგვლივ თემატური მსჯელობისა და პრაქტიკის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.