ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მორიგი შეხვედრა იმერეთის რეგიონში ჩატარდა
2023-12-19 13:34:48
შეხვედრას იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ასევე ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის და ხონის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დაესწრნენ.
საჯარო სექტორის წარმომადგენლებს კანონით გათვალისწინებული სიახლეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო შამუგიამ, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შავლეგ თოდუამ და საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლიკა კობალაძემ გააცნეს.

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ ახალი კანონის ძირითადი დებულებები ძალაში 2024 წლის 1 მარტიდან შევა