პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა კონფერენციაში „არაფორმალური განათლების გამოწვევები“ მიიღეს მონაწილეობა
2023-12-14 11:16:57
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა საბა ელიზბარაშვილმა და სამსახურის უფროსის აპარატის იურისტმა ლუკა ფრანგიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში „არაფორმალური განათლების გამოწვევები“ მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის ფარგლებში, საბა ელიზბარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში“. პრეზენტაციის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ციფრულ სამყაროში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, ახალი კანონით გათვალისწინებულ გარანტიებზე, ასევე, მონაცემთა სუბიექტებისა და დამმუშავებლების მიერ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზე.
კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების გამოყენება არაფორმალურ განათლებაში, ასევე საერთაშორისო პროგრამების დანერგვა და უცხოური გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიების ფარგლებში, სამსახურის წარმომადგენლები პანელურ დისკუსიაშიც ჩაერთნენ.
ღონისძიებას ქვეყნის მასშტაბით არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისა და სხვადასხვა სახელოვნებო, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.