პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ კონფერენციაში − „GITI 2023“ მიიღო მონაწილეობა

2023-12-13 10:36:55
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონულ კონფერენციაში − „GITI 2023“ მიიღო მონაწილეობა.

ოთარ ჩახუნაშვილმა ღონისძიების პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით- ,,ინფორმაცია და კიბერუსაფრთხოება- საფრთხეები და ტენდენციები“ დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებები გააცნო. დისკუსია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველმა წარმართა. 

რეგიონული კონფერენციის ,,GITI 2023 “ რიგით მე-13 შეხვედრაში საჯარო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგემლები მონაწილეობდნენ. ორ დღიან კონფერენიას 1000- მდე დელეგატი დაესწრო.

კონფერენცია USAID საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. პროგრამა საქათველოში ციფრულ ტრანსფორმაციასა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს.