აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

2023-12-11 14:42:42
სამსახურის საინფორმაციო კამპანიის „საუბრები ახალ კანონზე“ ფარგლებში შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან გაიმართა.
შეხვედრას მთავრობის აპარატისა და სამინისტროების იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ახალი რედაქციით გათვალისწინებული ტერმინების, მონაცემთა დამუშავების საფუძვლების, პრინციპებისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია სამსახურის საჯარო სექტორსა და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტების უფროსებმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მიაწოდეს.
კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება, რაც მონაცემთა დამმუშავებელ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს დაეხმარებათ ახალ კანონს მომზადებულები შეხვდნენ.