პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2023-12-08 16:58:19
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - პაატა ჯავახიშვილმა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ელექტრონული კომერციის რეფორმის პროგრესის შეფასებას მიეძღვნა.
შეხვედრაზე პაატა ჯავახიშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს ახალი კანონით განსაზღვრულ მიზნებსა და ცვლილებებზე ისაუბრა.
ღონისძიებას, რომელიც პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში გაიმართა, ელექტრონული კომერციის რეფორმის განხორციელებაში ჩართული უწყებების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე შეკრებილმა მხარეებმა საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში რეფორმის ფარგლებში განხოციელებული და დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. 

ელექტრონული კომერციის რეფორმა აღნიშნული სფეროს საკანონდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას მოიცავს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, შუალედური მომსახურების მიმწოდებელთა საქმიანობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფისა და საგადასახადო სისტემასა და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით.