ევროკავშირის პროექტის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთათვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა
2023-12-07 14:44:55
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა იოჰან ჰომესმა გახსნეს.
სამართალდამცავი ორგანოებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებსა და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ლატვიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელმა და ევროკავშირის ექსპერტმა, ეკატერინა მაცუკამ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მოსაზრებები გაცვალეს.
