პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი რუმინეთის ელჩს შეხვდა
2023-12-04 15:15:42
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა რუმინეთის ელჩთან საქართველოში - რაზვან როტუნდუსთან და კონსულ მარიუს პანდელეასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ლელა ჯანაშვილმა ელჩს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები, სტრუქტურა, საქმიანობა და სამოქმედო სტრატეგიით გათვალისწინებული სამომავლო გეგმები გააცნო, მათ შორის, საკანონმდებლო სიახლეების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობის კუთხით.
რუმინეთის ელჩმა რაზვან როტუნდუმ გამოთქვა სურვილი, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოსა და რუმინეთის პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოებს შორის გაფორმდეს მემორანდუმი.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.