ლელა ჯანაშვილი ლატვიის ელჩს ედიტე მედნეს შეხვდა
2023-11-30 11:06:01
შეხვედრაზე, ლელა ჯანაშვილმა ელჩს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები, სტრუქტურა, საქმიანობა და სამოქმედო სტრატეგიით გათვალისწინებული სამომავლო გეგმები გააცნო, მათ შორის, საკანონმდებლო სიახლეების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობის კუთხით.


თავის მხრივ, ედიტე მედნემ სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მზაობა გამოთქვა სამომავლოდ სამსახურთან თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.