კონსულტაციების ახალი ფორმატის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო
2023-11-27 12:36:38
კონსულტაციების ახალი ფორმატის ფარგლებში პირველ პარასკევს 3 ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა.
სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლებმა ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, წინასწარ რეგისტრირებულ პირებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწიეს.
შეგახსენებთ, რომ ახალი ფორმატის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს, ყოველ პარასკევს, საშუალება ეძლევა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალ კანონთან’’ დაკავშირებით კონსულტაციები სამსახურის წარმომადგენლებისგან პირისპირი შეხვედრების ფარგლებში მიიღოს.
დაინტერესებულმა პირებმა, შეხვედრის ჩასანიშნად, რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე
ახალი ფორმატის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონი საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო, მასში გათვალისწინებული ვალდებულებებისა და სიახლეების უმრავლესობა ძალაში 2024 წლის 1 მარტიდან შევა.
სამსახურის მიზანია კანონის ამოქმედებას ყველა დაინტერესებული პირი მომზადებული შეხვდეს.