პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები სოციალური ქსელის Tik-Tok -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
2023-11-14 15:52:17
შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ სამსახურის აპარატის უფროსი - ნიკოლოზ პოპიაშვილი, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი - არჩილ ჯაველიძე და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ანა თოხაძე.


Tik-Tok -ის წარმომადგენლებს სამსახურის თანამშრომლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი და საკანონმდებლო სიახლეები გააცნეს.