პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საინფორმაციო/ილუსტრირებული პლაკატები საქართველოში არსებულ ყველა საჯარო სკოლაში განათავსა

2023-11-08 11:39:40
რა არის პერსონალური მონაცემები, როგორ უნდა დაიცვან სკოლაში, უცნობ თუ ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას ან კიდევ ინტერნეტის გამოყენებისას ბავშვებმა პირადი ინფორმაცია და დარღვევის შემთხვევაში როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები?! - ამ კითხვებზე საპასუხოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საინფორმაციო/ილუსტრირებული პლაკატები საქართველოში არსებულ ყველა საჯარო სკოლაში განათავსა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის - სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
 პოსტერებზე სუპერგმირების მაგალითზე, ის სიტუაციებია აღწერილი, სადაც ბავშვებს ყოველდღიურად პირადი ინფორმაციის გაზიარება უწევთ.
ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდანვე სწორი ფორმით, მარტივი და გასაგები ენით მათი პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის, უფლებებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.  

არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის არასწორი გამოყენება შესაძლოა მათ ბულინგში, დაცინვაში, ჩაგვრაში გადაიზარდოს, რამაც ბავშვის პიროვნული განვითარება შეაფერხოს.
აღნიშნული პროექტი პროექტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ინიციატივის მხარდაჭერისთვის, მადლობას უხდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
 არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სხვადასხვა ტიპის აქტივობებს პერიოდულად ახორციელებს.