ლელა ჯანაშვილი ლატვიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელს შეხვდა
2023-11-01 15:24:37
სამუშაო შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა სამსახურის უფროსმა — ლელა ჯანაშვილმა ექსპერტს, პროექტის გუნდის ხელმძღვანელსა და წარმომადგენლებს სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა, ასევე, ისაუბრა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციის საკითხზე და ამ პროცესში ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე.


ექსპერტმა — იეკატერინა მაცუკამ საექსპერტო მისიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მიმოიხილა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი კანონით გათვალისწინებული საკანონმდებლო ნოვაციების, ინსტიტუტების შესახებ ლატვიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გამოცდილება გაუზიარა.
