პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აჭარაში არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის სტატიების კონკურსს აცხადებს
2023-10-26 10:27:58თემა: პერსონალური მონაცემების დაცვა როგორც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლება.
კონკურსის მიზანია სტუდენტების თემით დაინტერესება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:
- ერთ მონაწილეს შეუძლია ერთი სტატიის წარმოდგენა;
- სტატია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური საკითხების შესახებ მსჯელობასა და ანალიზს უნდა შეიცავდეს;
- წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე;
- სტატია უნდა დაიწეროს სპეციალურად ამ კონკურსისთვის;
- მასში გამოთქმული მოსაზრებები არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს;
- სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტის ნაშრომი აღარ შეფასდება;
- არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია;
- სტატიასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
სტატიის სტრუქტურა:
- სათაური
- თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი)
- აბსტრაქტი და საკვანძო სიტყვები
- შესავალი
- ძირითადი ნაწილი
- დასკვნა
- ბიბლიოგრაფია
სტატიის ტექნიკური მახასიათებლები:
- ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში
- გვერდების რაოდენობა: 5-7 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე)
- ფონტი: Sylfaen, ზომა - 12
- ველებს შორის დაშორება - 1.15
- გვერდის მინდორი: Normal
სტატიის მომზადებისას იხელმძღვანელეთ წარმოდგენილი ციტირების აკადემიური სტანდარტით - ციტირების-სახელმძღვანელო-სტანდარტი
საუკეთესო 3 სტატიის ავტორი დაჯილდოვდება პლანშეტებით.
სტატიები გამოქვეყნდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საინფორმაციო ბიულეტენში მატერიალური ფორმით და განთავსდება სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში.
ნამუშევრები მიიღება 1 ნოემბრიდან - 30 ნოემბრის ჩათვლით.
ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: articles@pdps.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „პერსონალური მონაცემების დაცვა, როგორც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლება“.
გამარჯვებულ ნაშრომებს გამოავლენს კომისია და ავტორები 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდებიან.