პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

2023-10-25 18:21:59
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.  

ლელა ჯანაშვილმა სტუდენტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა სამსახურის მანდატზე, საქმიანობაზე, ფუნქციებსა და სამართლებრივ მოწყობაზე. სტუდენტებთან საუბრისას განიხილა რამდენიმე საინტერესო ქეისიც.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა სტუდენტებს ახალი კონკურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სტატიების კონკურსს აცხადებს. ნამუშევრების მიღება 1 ნოემბრიდან დაიწყება. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფიციალურ გვერდზე განთავსება.