პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა
2023-10-23 19:26:32
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.
შეხვედრის ძირითად მიზანს 2024 წლის ელექტრონულ არჩევნებში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი წარმოადგენდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონული არჩევნებისას ცნობიერების ამაღლებასა და სამართალშემოქმედებით პროცესში უწყებებს შორის აქტიური კოორდინაციის მნიშვნელობას.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე-ოთარ ჩახუნაშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე-გიორგი შარაბიძე და ორივე უწყების სხვა თანამშრომლები.