პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უსინათლოთა კავშირს ბრაელის შრიფტით დაბეჭდლი საინფორმაციო ბროშურები გადასცა
2023-10-23 15:26:11
უსინათლოთა კავშირის წევრებთან შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლელა ჯანაშვილმა მათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატი და ფუნქციები გააცნო. სამსახურის უფროსმა გამოთქვა მზადყოფნა რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კავშირის წევრებისთვის ტრენინგებიც დაინიშნოს.
აღსანიშნავია, რომ უსინათლოთა კავშირს თბილისსა და რეგიონებში 15 ფილიალი აქვს დაფუძნებული, რომლებშიც 3000 მდე წევრია გაერთიანებული. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეტაპობრივად, ბრაელის შრიფტით დამზადებულ ბროშურებს ყველა ფილიალს გადასცემს.