ლაგოდეხის დრამატულ და თოჯინების თეატრში საბავშვო სპექტაკლის ,,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ პრემიერა გაიმართა
2023-10-18 14:22:22

სპექტაკლის პრემიერა ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გამართული ახალგაზრდული ფესტივალის „ადამიანი & პლანეტა“ ფარგლებში შედგა. წარმოდგენას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ პოპიაშვილი და სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლიკა კობალაძე ესწრებოდნენ.
რაც შეეხება სხვა აქტივობებს, ფესტივალი ,,ადამიანი & პლანეტა“ რამდენიმე ინტერაქციულ და საგანმანათლებლო ღონისძიებას ითვალისწინებდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აპარატის ხელმძღვანელმა ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ნიკოლოზ პოპიაშვილმა ყურადღება არასრულწლოვანთა პერსონალური დაცვისა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
