სამსახურმა სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა
2023-10-12 14:17:51
შეხვედრაზე საუბარი ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებსა და დღეს მოქმედ რეგულაციასთან მათ მიმართებას შეეხო. ყურადღება გამახვილდა ახალი კანონით დამკვიდრებულ ცნებებსა და მექანიზმებზე, მათ შორის, აუდიომონიტორინგთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, მონაცემთა გადატანის („პორტირების“) უფლებასთან, ავტომატიზებულად მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ინციდენტის შეტყობინებასთან, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებასა და ადმინისტრაციულ სახდელებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ტრენინგს სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - დავით ყარაშვილი, იურიდიული დეპარტამენტის იურისტი - საბა ელიზბარაშვილი და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი- გოჩა ჩადუნელი უძღვებოდნენ.
საინფორმაციო ხასიათის საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად ჩაატარებენ.