პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გამართულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა
2023-10-04 11:44:59
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღეს.
ღონისძიებაში საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და სომხეთის შესაბამისი უწყებების 40-ზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული, რომლებმაც სახელმწიფო სერვისების ხარისხთან დაკავშირებით თავიანთი გამოცდილება გააზიარეს.
სემინარის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის უფროსმა, ნიკოლოზ პოპიაშვილმა უცხოელ კოლეგებს სამსახურის საქმიანობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალ კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აღნიშნული სემინარი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას უძღვებოდნენ ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), საჯარო მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის ერთობლივი პროექტისა (SIGMA) და ევროპის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის (EIPA) ექსპერტები. განსახილველი საკითხები შეეხებოდა სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელსა (CAF) და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესებს. განსახილველი საკითხები შეეხებოდა სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე ორგანიზაციული
თვითშეფასების ევროპული მოდელსა (CAF) და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესებს.