პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გზა“ (“Ruta de la Privacidad”)
2023-09-29 10:29:18ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ორგანიზატორი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა, მექსიკის „გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტის“ (INAI) კომისრებმა. კონფერენციის პანელურ სესიაზე ანა თოხაძემ, მოხსენება წარადგინა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მანდატსა და არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით სამსახურის გამოცდილებაზე. მოხსენების ფარგლებში განხილულ იქნა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართლდებით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. მოხსენების შემდგომ კონფერენციის მონაწილეთა შორის გაიმართა პანელური დისკუსია.