პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა
2023-07-28 10:11:22
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, ლაგოდეხში, მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე საინფორმაციო ლექცია/ტრენინგი ჩაატარა.
ღონისძიება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრა შეეხებოდა პერსონალური მონაცემების დამუშავების ზოგად საკითხებს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, როგორიცაა: მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება, სოციალურ ქსელში/მედია სივრცეში მონაცემთა დამუშავების კანონიერება, არასრულწლოვნების, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებები და სხვ.

საინფორმაციო ხასიათის საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად ჩაატარებენ.