პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის მეტროს მატარებლებსა და ავტობუსებში საინფორმაციო პლაკატები განათავსა

2023-07-21 15:27:54
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის მეტროს მატარებლებსა და ავტობუსებში საინფორმაციო პლაკატები განათავსა.
რა არის პერსონალური მონაცემები, რა რისკებს შეიცავს პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, რა შემთხვევაში ირღვევა თქვენი უფლებები და როგორ უნდა დაუკავშირდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს? - ამ კითხვებზე პასუხს აღნიშნულ საინფორმაციო პლაკატებზე იხილავთ. 

პროექტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის, მადლობას უხდის ქალაქ თბილისის მერიას და შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.
სამომავლოდ მსგავსი ტიპის საინფორმაციო პოსტერები საქართველოს სხვა ქალაქებშიც განთავსდება.