პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ინტერვიუ ,,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასამბლეის“ საინფორმაციო ბიულეტენში გამოქვეყნდა

2023-07-18 13:36:50
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის ინტერვიუ ,,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასამბლეის“ საინფორმაციო ბიულეტენში გამოქვეყნდა.
ინტერვიუს ფარგლებში, სამსახურის უფროსმა ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალ კანონზე, სამსახურის მიერ „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ საქმიანობის დამკვირვებლის სტატუსის მოპოვების საკითხზე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტზე.
ლელა ჯანაშვილმა ხაზი გაუსვა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით სამსახურის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, სადისკუსიო პლატფორმის უზრუნველსაყოფად სამსახურის მიერ დაფუძნებულ პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალს, ასევე სამომავლო საერთაშორისო აქტივობას — „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების“ გაერთიანების ყოველწლიური კონფერენციის მასპინძლობის საკითხს.
ინტერვიუს ფარგლებში, სამსახურის უფროსმა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სამსახურის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ინიციატივებთან ერთად, ასევე, ისაუბრა „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასამბლეის“ წევრობის გამოცდილებაზე. როგორც ასამბლეის წევრი, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად მონაწილეობს მონაცემთა დაცვის გლობალური პოლიტიკის ფორმირებაში და არის აქტიური კონტრიბუტორი დარგობრივი დისკუსიების წარმართვაში.
ინტერვიუს დასასრულს, ლელა ჯანაშვილმა გამოთქვა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მზაობა, აქტიურად განაგრძოს თანამშრომლობა ასამბლეის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.
სრული ინტერვიუს სანახავად გამოიყენეთ მოცემული ბმული

👉 
https://globalprivacyassembly.org/regulating-the-digital.../