პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩაატარა
2023-07-10 11:36:49
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მისი საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ასევე სამინისტროს მმართველობაში შემავალი იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩაატარა.
შეხვედრა შეეხებოდა პერსონალური მონაცემების დამუშავების ზოგად საკითხებს, როგორებიცაა, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, საჯარო ინფორმაციის გაცემის თავისებურებანი და საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წლის 14 ივნისს მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეები.
ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა იურისტებმა, ლილი ტანიაშვილმა და ავთანდილ ლეფსვერიძემ ჩაატარეს.
საინფორმაციო ხასიათის საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად ჩაატარებენ.