პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის ანგარიშის შესახებ
2023-06-29 16:45:14პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ოთხი ნაწილისგან შედგება და მოიცავს: სამსახურის საქმიანობის, შიდაორგანიზაციულ და ფინანსურ ანგარიშებს, ასევე, სამსახურის გაძლიერების სტრატეგიული განვითარების კონცეფციასა და სამომავლო გეგმას. გარდა ამისა, წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები სამსახურის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ 2022 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მომართვიანობა და განხორციელებული ინსპექტირების რაოდენობა.
სამსახურის მისიას და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს საზოგადოებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის დამკვიდრება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ამ მიზნით, სამსახური საანგარიშო პერიოდში აქტიურად ატარებდა საინფორმაციო შეხვედრებს, საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოთათვის. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ჩატარდა საქართველოს რეგიონებშიც.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ინსტიტუციური ცნობადობის ზრდას. სამსახურისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საზღვარგარეთის მონაცემთა დაცვის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება და გასული წელი ამ კუთხით ბევრი აქტივობითა და მიღწევით იყო საინტერესო.
ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე
https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2023/04/პერსონალურ-მონაცემთა-დაცვის-სამსახურის-2022-წლის-საქმიანობის-ანგარიში.pdf