პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
2023-06-28 13:54:05შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ოთარ ჩახუნაშვილი, მოადგილე - გელა გელაშვილი, უწყების სხვა თანამშრომლები და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლელა ჯანაშვილმა სტუმრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატი, ფუნქციები და საქმიანობა გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კერძო სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებს და დაიდენტიფიცირებულ პრობლემებს. ასევე, კომპანიების მხრიდან იმ ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღების საკითხს, რომელიც მათ კანონმდებლობით აქვთ დაკისრებული, ხაზი გაესვა კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დაცვის კულტურის დანერგვის მნიშვნელობასაც.
ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელთან და სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გამოთქვამს მზაობას, საკონსულტაციო რეჟიმში ასოციაციას სრული დამხარება გაუწიოს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მსგავს ფორმატში შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.