პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა

2023-06-09 14:27:09
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ლელა ჯანაშვილმა ლევან იოსელიანს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სამსახურის უფროსმა ომბუდსმენს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები, უწყების საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

ომბუდსმენთან შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, ასევე, კერძო სექტორზე ზედამხედველობის, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობისა და გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტების უფროსები: არჩილ ჯაველიძე, ია ყიფიანი და სოფიო შამუგია ესწრებოდნენ.