ლელა ჯანაშვილი ბრატისლავაში,გლობალური უსაფრთხოების რიგით მე-18 ფორუმში (GLOBSEC) იღებს მონაწილეობას
2023-05-30 11:32:02
გლობალური უსაფრთხოების ფორუმს სლოვაკეთის დედაქალაქი, 29-31 მაისს მასპინძლობს. ღონისძიების, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში (CEE) ერთ-ერთი თვალსაჩინო პლატფორმის, ორიენტირია გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა. ფორუმის მთავარი თემატიკაა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა, ასევე, კონფლიქტის გლობალური შედეგების მინიმიზაცია. ფორუმი გახსნეს და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს GLOBSEC-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა — რობერტ ვასმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა — ზუზანა ჩაპუტოვამ. პირველი დღის ფარგლებში განხილულ იქნა ევროპის გეოპოლიტიკური საკითხები, გლობალური უსაფრთხოების აქტუალური გამოწვევები, აგრეთვე, ტექნოლოგიურ პროგრესთან, ხელოვნურ ინტელექტთან, „მეტავერსთან“ დაკავშირებული თემები.
