პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთის კოლეგა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ონლაინ სამუშაო შეხვედრებში
2023-05-29 13:57:51
სამუშაო შეხვედრებს ხორვატიის, გერმანიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან ესწრებოდნენ: სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე — ჯონი ჩონიაძე; საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი — თენგიზ მამულია; იურიდიული დეპარტამენტის იურისტი — საბა ელიზბარაშვილი; საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივ საკითხთა სპეციალისტი — სანდრო ბაბილოძე და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი — ნინო ხუბულია.

სამუშაო შეხვედრების მეორე ნაწილი დაეთმო მონაწილე ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებს შორის გამოცდილების გაზიარებას, რომელიც დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.