ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების კონფერენციის (“Spring Conference”) სამუშაო ჯგუფის (“Steering Group”) ახლადარჩეულ წევრთა კონსესუსით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორად განისაზღვრა
2023-05-15 19:16:54სამუშაო ჯგუფის მიზნებია:
- კონფერენციის მასპინძელი მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მხარდაჭერა სტრატეგიული და პრაქტიკული რჩევებით;
- კონფერენციის წევრთა მიერ მისაღები რეზოლუციების პროექტების მომზადება და მიღებული რეზოლუციების იმპლემენტაციის კოორდინაცია;
- კონფერენციის წევრობისა და დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების მიზნით წარდგენილი განაცხადების განმხილველი აკრედიტაციის კომიტეტის მხარდაჭერა და კომპლექსურ საკითხებზე კონსულტაციების გაცემა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლამდე სამუშაო ჯგუფს კოორდინაციას გაერთიანებული სამეფოს საზედამხედველო ორგანო (ICO) უწევდა.