სამსახურმა სხვადასხვა უნივერსიტეტების მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს უმასპინძლა
2023-05-11 18:00:56
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ალტე უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის 30 სტუდენტს უმასპინძლა.
სამსახურის თანამშრომლებმა სტუდენტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მუშაობის სპეციფიკა, სტატისტიკა და მნიშვნელოვანი ქეისები გააცნეს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სუდენტებმა შეკითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით დასვეს.
საგანმანათლებლო სფერო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამსახური სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მუდმივად ატარებს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.